ეს ამბავი ბანკი "რესპუბლიკას" ფოთის ფილიალში მოხდა. ყოფილი წყალთა მელიორაციის სამსახურის ფუნქციების შემსრულებელი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა მიიტანა 150 000-ლარიანი გადარიცხვის ქვითარი. დანიშნულება: "წყლით მომსახურების საფასური". ბუღალტრის გამოწერილი ქვითარი დირექტორმა მოლარე-ოპერატორს გადასცა, რომელმაც გადახედა საბუთს თუ არა, სიცილი ატეხა. მოკლედ, წუთებში ეს ქვითარი ბანკის ყველა თანამშრომელმა ნახა და ყველა სიცილით კვდება.
კომპანიის დირექტორი გაბრაზდა, თქვენ სიცილს როდის დაამთავრებთ, მეჩქარებაო.
ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აუხსნა, რომ ამ გადარიცხვას ვერ შეასრულებდა. ამან დირექტორი კიდევ უფრო გააბრაზა, თუმცა, მალევე თავადაც სიცილი აუტყდა, როცა იმავე თანამშრომელმა აუხსნა, ასეთ მომსახურებაში ამხელა თანხის გადახდა რა ამბავიაო. დახედა საბუთს და დანიშნულებაში ბუღალტერს ასო "წ" გამორჩენოდა.